ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/1403

საჩივარი რუსთავი 2-ის თვითრეგულირებაში P.S.-ის სიუჟეტთან დაკავშირებით

„მედიის განვითარების ფონდმა" „ქართველ მუსლიმთა კავშირთან", „ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრთან" და „ტოლერანტობისა და მრავალფერვნების ინსტიტუტთან" ერთად 3 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა.

საჩივრის საფუძველი 26 ოქტომბერს „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში", ადიგენის სოფელ მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხის გაშუქება გახდა.

როგორც საჩივარშია აღნიშნული გადაცემის წამყვანმა დავით კიკალიშვილმა მოხეში საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებით სიუჟეტის წარდგენისას, დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი, როდესაც პირადი სუბიექტური დამოკიდებულება მაყურებელს სიუჟეტის ეთერში გასვლამდე შესთავაზა ("ჩემი აზრით, ცალკე აღებულ მოხეში მომხდარ კონფლიქტში უკვე მუსლიმური თემი სცოდავს,რადგანაც სადავო შენობის გარშემო უფრო მეტი მეჩეთია, ვიდრე ეკლესია"). საკამათო იყო ასევე ჟურნალისტის მიერ ერთ-ერთი მუსლიმი რესპონდენტის მიმართ დასმული შეკითხვა - „და აუცილებლად აქ უნდა ილოცო?"

„აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც არჩევანის თავისუფლება, თუ სად ილოცო - ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის განსაზღვრა ჟურნალისტის დისკრეციას არ წარმოადგენს", - განმარტებულია საჩივარში.

გადაცემის წამყვანმა დაარღვია საავტორო გადაცემის წამყვანისადმი კოდექსით წაყენებული მოთხოვნები (მუხლი 17.2), რომლის თანახმად, "საავტოროპროგრამის წამყვანმა არ უნდაგამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრებისიმ ფორმით გავრცელებისათვის,რომელმაც შეიძლება ხელყოსპროგრამის მიუკერძოებლობა." გადაცემაში ასევე დარღვეული იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33.1-ე მუხლიც, რადგან წამყვანმა საქართველოს მოქალაქე მუსლიმთა უფლებრივი საკითხი დაუსაბუთებლად დააკავშირა უარყოფით მოვლენებთან.
ოგრანიზაციები მიმართავენ ტელეკომპანიის თვითრეგულირებას, იმსჯელოს  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-16.2, მე-16.4, მე-17.2, 31.1-ე, 31.2-ე, 33.1-ე მუხლების დარღვევაზე.