ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1602

ნეტგაზეთი TDI-ს განცხადებაზე ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ნეტგაზეთი: 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ გამგებელმა უსაფრთხოების ზომები მათ დასაცავად არ მიიღო.

სოფელ ადიგენში მუსლიმი და მართლმადიდებელი მოქალაქეები ერთმანეთს 29 თებერვალს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მუსლიმური სასაფლაოს გამოყოფაა, რასაც ქრისტიანები ეწინაარმდეგებოდნენ იმ მოტივით, რომ სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შემდეგ მუსლიმები მეჩეთს ააშენებდნენ.

საქმეზე შსს გამოძიებას 156-ე მუხლის მიხედვით აწარმოებს, რაც დევნას გულისხმობს. შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სასაფლაოსთვის ცალკე ტერიტორიის გამოყოფაზე რეკომენდაცია 25 თებერვალს გასცა.

იხილეთ სრულად: http://netgazeti.ge/news/98686/