ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1705

არასამთავროების მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

5 მარტს, 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით მიმართა და მოუწოდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. 

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.

განცხადების შინაარსი შეგიძლიათ სრულად იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

NGOs Address to the European Court of Human Rights by Tolerance and Diversity Institute on Scribd