TDI აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის
მულტიმედია კონკურსი სტუდენტებისთვის: „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები“.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, თელავისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს მულტიმედია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარ რეგიონში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებსა და საკითხებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს:
რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება) და ურთიერთობა უმრავლესობის წარმომადგენლებთან;
კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა და პოზიტიური გააზრება;
ინტერრელიგიური, ინტერეთნიკური და ინტერკულტურული ურთიერთობის ფორმები და პოზიტიური მაგალითები კონკრეტულ რეგიონში.
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ნამუშევრები არაუგვიანეს 14 მაისისა ელ. ფოსტაზე: [email protected]; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: კონკურსი.
შენიშვნა: თითო მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)
კონკურსი ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით, პროექტის, "დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში" ფარგლებში.
ორგანიზაციის შესახებ: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 2013 წლიდან მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: რელიგიის თავისუფლების დაცვა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; უმცირესობების უფლებების ადვოკატირება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; რელიგიის თავისუფლების დაცვისა და უმცირესობების ადვოკატირების კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მარიამ კვარაცხელია, 593722112, [email protected], [email protected].