ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აპრ/1911

TDI-ს შეხვედრა მედიასთან

6-7 აპრილს, ბორჯომში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მედიის წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას 15 მედია ორგანიზაციის 20-მდე წარმომადგენელი, ჟურნალისტები, რედაქტორები და პროდიუსერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება და ამ თემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ასპექტები, რელიგიის თავისუფლება და სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მრავალფეროვნების ასახვა საქართველოს განათლების სისტემაში. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ TDI-ის ახალ სპეციალურ ანგარიშს “რასობრივი შეუწყნარებლობა და ქსენოფობია; უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში” და მულტიმედია პლატფორმას “მრავალფეროვნების სახეები”.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც.

 

შეხვედრა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.