ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/2027

UNAOC: მოწოდება სოლიდარობისკენ, თანაგრძნობისა და ერთიანობისკენ

მიგელ მორატინოსი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცივილიზაციების ალიანსის (United Nations Alliance of Civilizations (UNAOC) უმაღლესი წარმომადგენელი და ადამა დიენგი, სპეციალური მრჩეველი გენოციდის პრევენციისთვის.

 

გაეროს ცივილიზაციების ალიანსის (UNAOC) უმაღლესი წარმომადგენელი მიგელ მორატინოსი და სპეციალური მრჩეველი გენოციდის პრევენციისთვის, ადამა დიენგი, გამოხატავენ შეშფოთებას მთელ მსოფლიოში, ახალი კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად გაძლიერებული სტიგმის, სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობის ზრდის გამო. “ჩვენ ვუპირისპირდებით საერთო უხილავ მტერს, რომელიც წინ სწრაფად მიიწევს […] თუკი მივცემთ შესაძლებლობას, დაანაწევროს ჩვენი საზოგადოებები, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე, რომლის წინაშეც COVID-19 აყენებს მსოფლიოს” - აღნიშნეს უმაღლესმა წარმომადგენელმა და სპეციალურმა მრჩეველმა. 

რამდენადაც ეს პანდემია გლობალურ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ამავე დროს თანამდგომის შესაძლებლობასაც გვაძლევს. პანდემია ყველაზე ახდენს გავლენას, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული და ჩვენი გადარჩენა ერთმანეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. 

ფიზიკური დისტანცირების პერიოდში, ჩვენ მოვუწოდებთ სოციალური სოლიდარობისკენ, სიკეთისა და თანაგრძნობის ხიდების მშენებლობისკენ, რომლებიც სცდება ადამიანის მიერ აგებულ კედლებს. ასევე მოვუწოდებთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ, მათ შორის ასაკოვანი მოსახლეობის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე დიდ დარტყმას იღებს. 

ახლა, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია რომ წინ აღვუდგეთ სტიგმას, სიძულვილის ენას, ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციას, რომელიც უპირისპირდება  ადამიანის უნივერსალურ უფლებებსა და ღირებულებებს. პანდემიის დამარცხება მოიცავს შედეგიან საერთაშორისო თანამშრომლობასა და ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც გააერთიანებს ქვეყნების მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, კერძო კომპანიებს, რელიგიურ აქტორებს, ახალგაზრდებსა და ქალებს.

მიგელ მორატინოსი და ადამა დიენგი რეკომენდაციას უწევენ გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილ გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა COVID19-ს. მისი მიზანია, პანდემიასთან ბრძოლისას არავინ დარჩეს დახმარების გარეშე. ისინი ასევე მიესალმებიან მთავრობების მიერ კოვიდ19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას, გლობალური სოლიდარობისა და ერთიანობის გამომხატველ მოწოდებებს. 

მიგელ მორატინოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს ცივილიზაციების ალიანსი მუშაობას აგრძელებს “მრავალი კულტურა, ერთი კაცობრიობა” სლოგანის შესაბამისად, სტერეოტიპებისა და პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით, კულტურათაშორისი და ინტერრელიგიური დიალოგის გაღრმავებით. 

ადამა დიენგმა ყურადღება გაამახვილა, რომ მისი ოფისი აძლიერებს მუშაობას გაეროს სიძულვილის ენის საწინააღმდეგო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად გლობალურ და ეროვნულ დონეზე, სიძულვილის ენისა და მასთან დაკავშირებული სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

“თუ გვინდა ინკლუზიური, ერთიანი, და მშვიდობიანი საზოგადოება, დროა გავაძლიეროთ კავშირი კულტურებს, ცივილიზაციებსა და ხალხს შორის. დასაკარგი დრო არ გვაქვს” - აღნიშნეს მიგელ მორატინოსმა და ადამა დიენგმა.