ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI: საქართველო უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზეა

საქართველო უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზეა, სადაც არჩევანი მხოლოდ თავისუფლებასა და ავტორიტარიზმს  შორის არის. ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა ქართველი ხალხის ურყევ ნებას, კონსტიტუციას და თავისუფლების იდეას. 

ოლიგარქიული მმართველობითა და ავტორიტარული მისწრაფებებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა  და ფასეულობების მოშლით, ადამიანის უფლებების უგულვებელყოფით, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნით, უმცირესობებზე ძალადობით, გაუქმებული მართლმსაჯულებით, სიძულვილის მუდმივი პროპაგანდითა და დასავლელი მეგობრების გამუდმებული ობსტრუქციით, ხელისუფლებამ საქართველო თავის ევროპულ იდენტობას დააშორა და დაუახლოვა რუსეთს. 

საქართველო ისტორიულად და კულტურულად ევროპული ოჯახის ნაწილია. მისგან დაშორება კი ნიშნავს საკუთარი ვინაობის უარყოფას, უფრო მეტ სიდუხჭირეს, ადამიანების მეტ ჩაგვრას, თავისუფლების წართმევას, მრავალფეროვანი და დემოკრატიული საზოგადოების გაქრობას. 

საქართველოს მეგობრები და უცხოელი პარტნიორები ამ სიტუაციაში იმედს მრავალფეროვანი საქართველოს ხალხის ნების გამოხატვაში ხედავენ და სწორედ ხალხს ანიჭებენ ევროპასთან დაახლოების პერსპექტივას. 

TDI-ს მიზანი ყოველთვის იყო ადამიანისა და ქვეყნის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა, ამ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილის შეტანა.

მიგვაჩნია, რომ ახლა თითოეული მოქალაქის, პოლიტიკოსის, მედიის, საჯარო მოხელისა და თავისუფლებისმოყვარე ადამიანის, მთელი სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი ვალია, აქტიურად დაიცვას ქართველი ხალხის კონსტიტუციით გამოხატული ნება, დაიცვას ევროპული დემოკრატიული საქართველო და არ დაუშვას რუსულ ორბიტაზე ჩვენი დაბრუნება. 


ფოტო

ივნ/2224