ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/1430

რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანომ არასამთავრობოების საჩივარი დააკმაყოფილა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს თვითრეგულირების ორგანომ ქართველ მუსლიმთა კავშირის, მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი დააკმაყოფილა. საჩივრის საფუძველი გადაცემა P.S.-ში 6 აპრილს გასული სიუჟეტი გახდა, რომელიც აჭარაში მეჩეთის აშენებას ეხებოდა. 

საჩივრის თანახმად,  სიუჟეტში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 5 ნორმა დაირღვა..

29 მაისს გაიმართა საჩივრის განხილვა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის ან გადაცემა „პოსტკრიპტუმის" რედაქციის მიზანი არ ყოფილა სადავო სიუჟეტით მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ან უმცირესობათა შესახებ არასწორი განცხადების გაკეთება, რისი დასტურიც არის მთლიანად სიუჟეტის დაბალანსებულობა და ჟურნალისტის მცდელობა, გაავრცელოს ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება.

მიუხედავად ამისა, თვითრეგულირების ორგანომ მომჩივანთა განცხადება დააკმაყოფილა და  „პოსტკრიპტუმის" რედაქციას რეკომენდაცია მიეცა - განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდოს რელიგიურ უმცირესობების საკითხებზე სიუჟეტების მომზადებას. „სადავო სიუჟეტში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული უნდა იქნეს მიჩნეული ჟურნალისტის მიკერძოებულ პოზიციად, რადგან სიუჟეტში გასული სადავო ფრაზები გაუფრთხილებლობის შედეგს წარმოადგენს", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.