ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1624

პროექტის, "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" პრეზენტაცია

24 თებერვალს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)  რელიგიურ გაერთიანებებს გააცნო ახალი პროექტი, საქართველოში რელიგიურიეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე. დისკუსიისას გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც TDI რელიგიურ გაერთიანებებს სამართლებრივ დახმარებას შესთავაზებს.  

TDI აღნიშნულ 14-თვიან პროექტს 2016 წლის იანვრიდან ახორციელებს და იგი მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, უფასო იურიდიული დახმარების/სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფას ყველა ტიპის - ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეზე.

პროექტის მიზანია, ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

უმცირესობათა წარმომადგენლებს დახმარებას უწევენ იურისტები თბილისსა და აჭარის რეგიონში. 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ. 

პროექტში TDI-ის პარტნიორები არიან: "ქართველ მუსლიმთა კავშირი", ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული ჰუმანიტარული ასოციაცია  ”ბეთელი”  და ორგანიზაცია "რელიგიები მშვიდობისთვის."