ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1627

TDI მოხეს სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლის მოთხოვნით განათლების სამინისტროს მიმართავს

27 დეკემბერს, TDI-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა მოხეს საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

TDI მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად აკმაყოფილებს მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია და კვალიფიკაცია მის მიერ დაკავებული თანამდებობის პროფესიულ სტანდარტს.

საჯარო სკოლის სივრცეში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი შიდა აუდიტის დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (№89/ნ) თანახმად, მას ევალება შეისწავლოს ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ამავე დებულების თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, საკუთარი ინიციატივით, ამ დრომდე დაეწყო მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, რადგან სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაზარალებულის საჩივარი, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე TDI-ის განცხადებები და სამართლებრივი შეფასება შეგიძლიათ იხილოთ:

TDI მოხეში მოსწავლის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს სწავლობს: http://tdi.ge/…/tdi-moxeshi-moscavlis-savaraudo-diskriminac…

TDI-ის განცხადებები და შეფასებები სოფელ მოხეში სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით:

TDI სოფელ მოხეში მუსლიმთა უფლებების შეზღუდვის მორიგი ფაქტის შესახებ - http://tdi.ge/…/tdi-sopel-moxeshi-muslimta-uplebebis-shezgu…

სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების ანალიზი -http://www.tdi.ge/ge/news/126-sopel-moxeshi-ganvitarebuli-movlenebis-analizi