სიახლეები
TDI
მარ/1525

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით UPR-ისთვის ანგარიში წარადგინა

2015 წლის 22 მარტს, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG), მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და უმცირესობის საკითხების ევროპულმა ცენტრმა (ECMI) საქართველოში უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს და მოიცავს რეკომენდაციებს  შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობას ფაქტებისა და ინციდენტების არასათანადო გამოძიება;
  • ახლადშექმნილი რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის ხელყოფა;
  • სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცია  და აკადემიური სწავლების პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა;
  • სადავო საკულტო ნაგებობების რელიგიური კონფესიებისთვის დაბრუნების პრობლემა;
  • მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მხრიდან  სიძულვილის ენის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ტირაჟირება;
  • მედიის თვითრეგულირების  მექანიზმების არაეფექტიანი მუშაობა და სიძულვილის ენის გამოვლინება საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ეთერში;
  • უმცირესობათა ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმცირესობათა წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა;
  • დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებაში ბოშების ინტეგრირება.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა 2006 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/251 რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა და გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის პერიოდულ მიმოხილვას მოიცავს.