ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/1513

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

პროგრამა

16 ნოემბერი, 18 საათი

მიღება საქართველოს პრეზიდენტთან

ფოტოგამოფენა - საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება

მისამართი: საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფოტოგრაფების ნამუშევრები:

ლევან ხერხეულიძე

ნათელა გრიგალაშვილი

სერგო ფიდანიანი

შაჰ აივაზოვი

არჩილ ქიქოძე

თამარ ბოკუჩავა

გიორგი ცაგარელი

დარო სულაკაური

თემო ბარძიმაშვილი

ნიკო ტარიელაშვილი

გოგიტა ბუხაიძე

 

17 ნოემბერი, 19 საათი

დისკუსია: ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში

მონაწილეები,საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია (ქართული ოცნება), ჩიორა თაქთაქიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და ნინო გოგუაძე (თავისუფალი დემოკრატები)

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A 101 აუდიტორია

ილია ჭავჭავაძის გამზ. 32

 

18 ნოემბერი, 19 საათი

ლუი მალის ფილმის, „ნახვამდის ბავშვებო“ კონოჩვენება და დისკუსია

მოდერატორი: კონომცოდნე, თეო ხატიაშვილი

მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზი

ლადო გუდიაშვილის ქ. 7

 

კვირეულის მანძილძე გაიმართება ტოლერანტობის კულტურის თემაზე შექმნილი ვიდეო-კლიპებისა და კალენდრის პრეზენტაციაც.

 

კვირეული ტარდება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“  ფარგლებში.

 

ასევე, კვირეულის მხარდამჭერია USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის" პროგრამა (PITA).